სამოქალაქო საზოგადოების დასამარების გეგმაა - სანიკიძე ე.წ.აგენტების კანონის ამოქმედებაზე

18.06.25 16:07
სამოქალაქო საზოგადოების დასამარების გეგმაა - სანიკიძე ე.წ.აგენტების კანონის ამოქმედებაზე

სამოქალაქო საზოგადოების დასამარების გეგმაა, - ასე აფასებს ენმ-ს ლიდერი ლევან სანიკიძე კურაპშვილის უწყების მიერ არასამთავრობოებიდან ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას. 

ოპოზიციონერის თქმით, "ოცნების" მიერ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ფონზე ვითარების ნორმალიზებაზე საუბარი ზედმეტია. 

ემსახურება ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ერთხელ და სამუდამოდ დასამარებას. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ანადგურებ, როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის გადაწყვეტილი, როდესაც ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით, როდესაც არჩევნები,წინასწარვე ვიცით, რომ არის რუსული სპეცოპერაცია და არის გაყალბებული, ამ დროს ამ ვითარების ნორმალიზებაზე ფიქრიც კი არის წარმოდუეგენელი, - ამბობს სანიკიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს არ აპირებენ, თუნდაც ამას ორგანიზაციების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.