სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს - ოპოზიციონერი სხდომას არ ესწრება

20.06.25 15:12
სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს - ოპოზიციონერი სხდომას არ ესწრება

საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს - "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ.

საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს, სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, რა სახის სასჯელი იქნება გამოტანილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ.

ბადრი ჯაფარიძე საკუთარ პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. უფლებადამცველების თქმით, საქმე სამართლებრივად სასამართლომდე არც უნდა მოსულიყო. 

სამართლებრივად, აქ მხოლოდ გამამართლებელი მოლოდინი შეიძლება იყოს, დანარჩენი რა იქნება ვნახოთ,  რადგან ეს საქმე სამართლებრივად სასამართლომდეც არ უნდა მოსულიყო. შეუძლია მოსამართლეს დღესვე გავიდეს სათათბიროდ და გამოაცხადოს ან შეუძლია გადადოს", - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა დღეს "პირველებთან" განაცხადა, რომ ნებისიმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად არის. 

კიდევ უფრო მეტს დააპატიმრებენ? ჩაგვსვამენ ციხეში? მით უარესი "ოცნებისთვის"... არავის ეშინია - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან - ოთხივე მათგან რუსთავის ციხეში არიან შესახლებული. 

მსგავსი სიახლეები