წლების შემდეგ ამ საქმის ქექვას პოლიტიკური მოტივაცია აქვს - ბერდია სიჭინავა 20 ივნისის საქმეზე

20.06.25 16:18
წლების შემდეგ ამ საქმის ქექვას პოლიტიკური მოტივაცია აქვს - ბერდია სიჭინავა 20 ივნისის საქმეზე

20 ივნისთან დაკავშირებით "ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებებს გიორგი გახარიას გუნდში პასუხობენ. ბერდია სიჭინავა დარწმუნებულია, რომ 6 წლის შემდეგ ამ საქმის ქექვას პოლიტიკური მოტივაცია აქვს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ასევე ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები არაერთხელ გასცა. 

ინდივიდუალური შემთხვევები ცალკეული უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებელია, იყო, მათ ხელში იყო გამოძიება და ამას არ სჭირდებოდა 6 წელი ლოდინი. რაც შეეხება გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას, გიორგი გახარია არის ამ საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად მართალი, უდანაშაულო და რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივაცია აქვს ამ საქმეებზე წლების მერე ქექვას.

გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით საკმარისზე მეტი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას თავის დროზე, არაერთხელ არის გამოკითხული სისხლის სამართლის საქმეზე, როცა მოქმედი შს მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, არაერთ ეთერში უსაბრია ამ საქმესთან დაკავსირებით, არაერთი ჟურნალისტის კითხვისთის გაუცია პასუხი, მათ შორის, აგერ, საგამოძიებო კომისიად წოდებული ცირკისთვისაც გაუცია პასუხები, ამიტომ მე ვფიქრობ, თუ ვინმეს რამე დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდა, უნდა გამოეტანა, - ამბობს ბერდია სიჭინავა. 

20 ივნისის მოვლენებიდან 6 წლის თავზე "ქართული ოცნება" მიანიშნებს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა, არაპროპორციული ძალა ყოფილიყო გამოყენებული. ივანიშვილის გუნდში გამოძიების საჭიროებაზე ერთხმად ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშრებით არაერთი კითხვა გააჩნიათ.  

მსგავსი სიახლეები