ერთპარტიული ბრბო მხოლოდ ერთი სცენარისთვის, ძალაუფლების გადაბარებისთვის უნდა ემზადებოდეს - კუპრაძე

20.06.25 16:30
ერთპარტიული ბრბო მხოლოდ ერთი სცენარისთვის, ძალაუფლების გადაბარებისთვის უნდა ემზადებოდეს - კუპრაძე

რიშის განცხადება ცხადყოფს, რომ "ოცნების" ერთპარტიული ბრბო ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის პარტია ახლა მხოლოდ ერთი სცეარისთვის უნდა ემზადებოდეს და ეს ძალაუფლების გადაბარებაა. 

სენატორი რიში, რომელიც საქართველოს მეგობარი ამერიკელი სენატორია, წლების განმავლობაში მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის და დასავლური ინტეგრაციის კურსს, ის ცალსახად კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომელიც არის ერთპარტიული ბრბო, რომელიც ვერ მიიღებს ვერანაირად ლეგიტიმაციას და თავის მხრივ, ის უნდა ემზადებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სცენარისთვის, რაც არის ივანიშვილის მხრიდან, რუსული რეჟიმის მხრიდან ძალაუფლების გადაბარება. ეს მხარდაჭერა, რომელიც მუდმივად მომდინარეობს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსებიდან, არ შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ გამრავლფეროვნდება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.  

საქართველოს მთავრობა ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით უზარმაზარ შეცდომას უშვებს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის პოლიტიკური თანამებრძოლი ჯიმ რიში აცხადებს. ამერიკელი სენატორი პირდაპირ აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" ტოტალიტარულ ჩინეთსა და რუსეთისკენ საგანგაშო გადახვევა გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები