განსაკუთრებით საინტერესოა, რას მალავს ივანიშვილი ,,ქართუში” უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსი ოლიგარქების დასანქცირების შემდეგ - აბესაძე

20.06.25 18:14
განსაკუთრებით საინტერესოა, რას მალავს ივანიშვილი ,,ქართუში” უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსი ოლიგარქების დასანქცირების შემდეგ - აბესაძე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ დეკლარაციების ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია არ იძებნება, ირაკლი აბესაძე განცხადებას აქვეყნებს. 

ექსპერტი წერს, რომ "განსაკუთრებით საინტერესოა, რას მალავს ასე გულმოდგინედ ფონდ ,,ქართუში” ივანიშვილი, კიდე უფრო მეტად კი, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსი ოლიგარქების დასანქცირების შემდეგ".

ივანიშვილი პირად დეკლარაციასაც მალავს (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო) და საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუს” ანგარიშსაც 2021 წლიდან დღემდე.

ორივე შემთხვევაში კანონი უხეშად ირღვევა: 1. პირადი დეკლარაციის წარუდგენლობით - ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი; 2. ფონდი ,,ქართუ”-ს დეკლარაციების გასაიდუმლოებისას - საქართველოს საგადასახადო კოდექსი. 

განსაკუთრებით საინტერესოა რას მალავს ასე გულმოდგინედ ფონდ ,,ქართუში” ივანიშვილი, კიდე უფრო მეტად კი, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსი ოლიგარქების დასანქცირების შემდეგ." - წერს ირაკლი აბესაძე. 

დღეს "საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დეკლარციების ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია არ იძებნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ივანიშვილს ამ დეკლარაციის შევსება 2024 წლის ბოლოს, იმ დროს უწევდა, როდესაც მცირე ხნით პარლამენტის წევრი იყო. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ანტიკორუფციულმა ბიუროსგან გამოითხოვეს, თუმცა ვერ მიიღეს.

“ქართული ოცნებამ" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადების საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რატომ არ იძებნება ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია.

მსგავსი სიახლეები