დიდი ერთობის პირობებში თბილისში არჩევნების მოგების შანსი გვაქვს - დათუნაშვილი

20.06.25 22:17
დიდი ერთობის პირობებში თბილისში არჩევნების მოგების შანსი გვაქვს - დათუნაშვილი

დიდი ერთობის პირობებში თბილისში არჩევნების მოგების შანსი გვაქვს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრის დროს განაცხადა. 

თაზო დათუნაშვილის შეფასებით, მუნიციპალური არჩევნები კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ოპოზიციამ მეტ ადამიანამდე მიიტანოს საკუთარი სათქმელი და კამპანია აწარმოოს იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხის დიდი ბრძოლა "ამ ქვეყნის დეოკუპაცია, საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა". 

საკრებულოს არჩევნები, ერთი მხრივ, გვინდა იმისთვის, რომ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და კამპანია ვაწარმოოთ იმაზე, რომ ჩვენი დიდი ბრძოლა არის ამ ქვეყნის დეოკუპაცია, საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მეორე, ერთ კონკრეტულ მანდატზე და პარტიულ მანდატზე კი არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ, რომ იმ საზოგადოებამ, რომელიც თავისუფალი საქართველოს დამცველია დღეს, შანსი აქვს, რომ დიდი ერთობის პირობებში, ამ გაუბედურებული სისტემის პირობებში, თბილისში არჩევნები მოიგოს. ჩემთვის ერთობაა მნიშვნელოვანი". - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები