მიქაუტაძე ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირია და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს ხაზი - ენუქიძე

21.06.25 15:14
მიქაუტაძე ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირია და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს ხაზი - ენუქიძე

"მიქაუტაძე ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირია და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს ხაზი" - ამის შესახებ ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ რომეო მიქაუტაძის დაკავების თაობაზე საუბრის დროს განაცხადა. 

მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის ხელბორკილების დადების ფაქტი "პირადი ანგარიშსწორების ნიშნებსაც" შეიძლება შეიცავდეს. 

"ის ბრალდება, რომელიც მიქაუტაძეს წაუყენეს, იმავე წარმატებით შეიძლება წაუყენონ ნებისმიერ მაღალჩინოსანს, არამარტო მოადგილეებს, არამედ მინისტრებსაც და ვფიქრობ, ეს დროც დადგება" - თქვა ქეთევან ენუქიძემ. 

მიქაუტაძე არის ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირი და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს რაღაც ხაზი, რადგან ჩვენ გვახსოვს, ივანიშვილმა 2015 წლის ბოლოს ღარიბაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა. ამან ხელი არ შეუშალა, რომ მერე ისევ დაებრუნებინა ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ პრემიერად და არც ქება-ხოტბა დაუშურებია მისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანახაობა ძალიან ბევრი გველოდება. შეიძლება იყოს პირადი ანგარიშსწორების ნიშნებიც, რადგან ის ბრალდება, რომელიც მიქაუტაძეს წაუყენეს, იმავე წარმატებით შეიძლება წაუყენონ ნებისმიერ მაღალჩინოსანს, არამარტო მოადგილეებს, არამედ მინისტრებსაც და ვფიქრობ, ეს დროც დადგება". - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.   

მსგავსი სიახლეები