"საჩვენებელი დაკავებაა, სანახაობას აძლევენ საზოგადოებას" - სიორიძე მიქაუტაძის დაკავებაზე

22.06.25 17:22
"საჩვენებელი დაკავებაა, სანახაობას აძლევენ საზოგადოებას" - სიორიძე მიქაუტაძის დაკავებაზე

რომეო მიქაუტაძის დაკავებას "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე "საჩვენებელ დაკავებად" აფასებს. მისი თქმით, ამით "ოცნება" საზოგადოებას სანახაობას აძლევს. 

ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს იმ რყევების გამოვლინებაცაა, რომელსაც ივანიშვილის გუნდში აქვს ადგილი. 

ეს არის საჩვენებელი დაკავებები, რომლითაც სურთ, რომ სანახაობა მისცენ საზოგადოებას, რომელსაც სულ სხვა პრობლემები აწუხებს, მაგრამ მეორე მხრივ არის იმ რყევების გამოვლინება, რაც არსებობს თვითონ "ქართული ოცნების" გუნდში. ეს კარგია, იმიტომ, რომ არავინ უნდა იყოს დალხენილად, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. საბოლოოდ, მართლმსაჯულება ყველას კარამდე მივა, მაშინ, როცა ჩვენ შევცვლით რეჟიმს და გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო - ამბობს სიორიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. ადვოკატი გეგმავს, პროცესზე დააყენოს შუამგდომლობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვოს. 

 

მსგავსი სიახლეები