“ოცნება“ აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ჰქვია რეპრესიები, არ გვეშინია- თევზაძე ჯაფარიძის პატიმრობაზე

23.06.25 11:19
“ოცნება“ აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ჰქვია რეპრესიები, არ გვეშინია- თევზაძე ჯაფარიძის პატიმრობაზე

განაჩენი ჯაფარიძის საქმეზე-პარტიაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება“ რეპრესიებს აგრძელებს, თუმცა მათი რეპრესიების არავის ეშინია.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ 7 თვე, რაც მის თანაპარტიელს მიუსაჯეს, იმასთან შედარებით არაფერია, რა ბრძოლაშიც იმყოფებიან.

“ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროპული, ეროვნული მომავლის მკვლელობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველო უნდა დავიბრუნოთ და ოლიგარქია უნდა ჩამოინგრეს- აცხადებს თევზაძე.

“ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ჰქვია რეპრესიები, მაგრამ არც ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს და არც არავის, არ ეშინია მათი რეპრესიების, ჩვენ ვიცით ერთი, რომ “ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროპული, ეროვნული მომავლის მკვლელობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველო უნდა დავიბრუნოთ და ოლიგარქია უნდა ჩამოინგრეს, სხვა შემთხევევაში ეს რეპრესიები გაგრძელდება. 7 თვე, რაც ე.წ. მოსამართლემ ზურა ჯაფარიძე მიუსაჯა, არ არის არაფერი იმასთან, რა ბრძოლაშიც ვიმყოფებით, ზურა ჯაფარიძე ამისთვის მზად იყო, საკუთარი ფეხით მივიდა იმ მასაკარადში, რასაც “ოცნება“ და მისი სასამართლო უწოდებს, აქედან გამომდინარე, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

მსგავსი სიახლეები