ყველა პატრიოტი, ვინც ივანიშვილს არ ემორჩილება, ისჯება-სოფო ჯაფარიძე ზურა ჯაფარიძის პატიმრობაზე

23.06.25 11:46
ყველა პატრიოტი, ვინც ივანიშვილს არ ემორჩილება, ისჯება-სოფო ჯაფარიძე ზურა ჯაფარიძის პატიმრობაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობას ეხმაურება და აცხადებს, რომ “მას პატიმრობა არა დანაშაულისთვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, სიმართლისთვის და პრინციპულობისთვის მიუსაჯეს“.

მისი თქმით, “ივანიშვილს სურს ქვეყანა, სადაც თავისუფალი აზრი ტყვეობაშია, და ყველა პატრიოტი, ვინც არ ემორჩილება, ისჯება.“

ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობა არა დანაშაულისთვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, სიმართლისთვის და პრინციპულობისთვის.

ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს - სადაც თავისუფალი აზრი ტყვეობაშია, და ყველა პატრიოტი, ვინც არ ემორჩილება, ისჯება.

მაგრამ ეს ბრძოლა ბევრად დიდია, ვიდრე ერთი საქმე ან ერთი განაჩენი. ეს არის მთელი ქვეყნის ბრძოლა ღირსებისთვის. ვერ გაგვაჩერებენ!თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. 
 თავისუფლება ზურას და რეჟიმის ყველა ტყვეს!” - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

მსგავსი სიახლეები