ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო დიქტატურისკენ-გიორგი ბოტკოველი

23.06.25 11:54
ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო დიქტატურისკენ-გიორგი ბოტკოველი

“ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო დიქტატურისკენ იმისთვის, რომ რეჟიმმა რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა”, - ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჯაფარიძის პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ “მსგავსი ქმედებები მეტ მოტივაციას მისცემს ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.“

ეს არის ის, რომ ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიქტატურა არ დამკვიდრდეს ჩვენს სახელმწიფოში. ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთხელ გადადგმული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მან რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ასეთი ე.წ მკაცრი ნაბიჯი, ოკუპანტი ქვეყნის მაამებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო მეტ მოტივაციას მისცემს როგორც ქართველ ხალხს, ისე ყველა პოლიტიკოსს ვინც მზად არის იბრძოლოს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ” ,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

მსგავსი სიახლეები