ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა-სალომე სამადაშვილი

23.06.25 12:21
ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა-სალომე სამადაშვილი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობისმისჯა მორიგი ნაბიჯია იმ პროცესისა, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას.“

მისი თქმით, “დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა.“

დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა.

ამ ეტაპზე ეს დავალება, როგორც ცხადად ჩანს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნაა.

ამისთვის კი, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას.

სოლიდარობა ზურას, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

მსგავსი სიახლეები