პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია-ფიქრია ჩიხრაძე

23.06.25 13:22
პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია-ფიქრია ჩიხრაძე

როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებენ მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის- ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე ზურა ჯაფარიძის პატიმრობასთან დაკავშირებით მოსამართლის მიღებულ გადაწყვეტილებას.

ჩიხრაძის თქმით, “ციხეში, ციხის გარეთ, თუ ნებისმიერ ადგილას ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ქვეყანას რუსული რეჟიმისგან არ გავათავისუფლებთ“.

როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებენ და სასამართლო პროცესები იმართება პრაქტიკულად ყოველდღიურად, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალიან ძალაუფლების დაკარგვის, მისი სისტემა ძალიან მყიფეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ, ციხეში, ციხის გარეთ, თუ ნებისმიერ ადგილას ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ქვეყანას რუსული რეჟიმისგან არ გავათავისუფლებთ, -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

მსგავსი სიახლეები