მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ

23.06.25 15:52
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის,  ზვიად კორძაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამამტყუნებელ განაჩენს, მითუმეტეს პატიმრობას მაშინ, როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სარჩელსაც. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და ის აუცილებლად გასაჩივრდება.

[სასჯელის] 6 თვე არის უმცირესი ვადა კანონის მუხლით, ერთ წლამდე არის მუხლი და შუაში აირჩია მოსამართლემ.

განაჩენი გასაჩივრდება. საქართველოში რაც არის, ყველა ინსტანციის სასამართლოში რესურსი ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვწუროთ, დანარჩენი ვნახოთ“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მსგავსი სიახლეები