“ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!“- მამუკა ხაზარაძის მიმართვა განაჩენის შემდეგ (ვიდეო)
მას შემდეგ, რაც კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, 8 -თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მამუკა ხაზარაძე პირველ კომენტარს აკეთებს.
ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინო სპექტაკლს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა“.
“ვინმე არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს“-ამბობს ის.
ხაზარაძე საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “ახლა ყურების და ხელების ჩამოყრის დრო არ არის“.
ეს სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრი ჯაფარიძესაც იმავე სასჯელს გამოუტანენ, ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს. გამორიცხულია! სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში თუ გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ! თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით, დემონტაჟი დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ზურა [ჯაფარიძეს], ნიკასაც [მელიას] და ნიკასაც [გვარამიას]. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს! ამის უფლება არ უნდა მივცეთ! თბილისი უნდა დავიბრუნოთ! დავშალოთ რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად! ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!“- განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.
მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.