მამუკა ხაზარაძესთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

23.06.25 16:53
 მამუკა ხაზარაძესთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილი დაპატიმრების მოლოდინში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებს კოალიციის ოფისში ამ წუთებში ხვდება. 

მეხუთე პრეზიდენტს შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.

მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. დღესვე გაიმართება ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც. 

მსგავსი სიახლეები