მოვუწოდებ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, არაფერი დაგვრჩენია ერთიანობის გარდა-ხაბეიშვილი

23.06.25 17:00
მოვუწოდებ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, არაფერი დაგვრჩენია ერთიანობის გარდა-ხაბეიშვილი

“მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, ვინც ციხეშია, არაფერი არ დაგვრჩენია ერთიანობის გარდა ” - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მამუკა ხაზარაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “ერთიანობა უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში, რადგან ივანიშვილს ეშინია ერთადერთი რამის - ჩვენი ძალის.“

ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ ხოლმე რომ ნორმალური ადამიანის მსგავსია და ამას არ გააკეთებს, ამდენს როგორ დაიჭერს, მაგრამ ყოველ დღე ველოდებით ვის დაიჭერს, ქალებს იჭერენ, 18 წლის ბავშვებს იჭერენ, პოლიტიკოსებს აკავებენ და ამ ყველაფრის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი არის ივანიშვილის რეჟიმის დამხობას. მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, ვინც ციხეშია, არაფერი არ დაგვრჩენია ერთიანობის გარდა და ერთიანობა უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ - 4 ოქტომბერს ისინი აპირებენ სპექტაკლის დადგმას, ვგულისხმობ არჩევნებს, პარალელურად პოლიტიკოსები ციხეში, სამოქალაქო აქტივისტები ციხეში, ახალგაზრდები ციხეში, ამიტომ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაიბრუნოს ძალაუფლება, სხვანაირად, მისი დაწერილი ციფრებით, შსს-ით, სუს-ით, ვერ მოვერევით, გაუქმებულია დემოკრატია, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილს ეშინია ძალის, ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან, თუ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ეროვნული მობილიზება უნდა მოხდეს, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, ივანიშვილის დამხობის გარეშე არაფერი არ გამოვა. სოლიდარობა ყველა რეჟიმის ტყვეს!” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.

მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

მსგავსი სიახლეები