მამუკა ხაზარაძის მხარდასაჭერად, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია მივიდა
მამუკა ხაზარაძის მხარდასაჭერად, "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია მივიდა.
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას ემიჯნება და ამბობს, რომ “ახლა მოქმედების დროა.“
"გამოფხიზლდით, სანამ დროა, მოქმედების დროა" - ამბობს გოგლა ჟვანია.
რეჟიმი ცდილობს, გადატეხოს და დააშინოს საზოგადოება, ზოგადად, ადეკვატურობის ზღვარს დიდი ხანია გაცდა, არსებული რეჟიმი, ცოტა მე მგონი, ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, რადგან ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს შეეხოს, ბევრად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ესენი არ აპირებენ, არც ძალაუფლების დათმობას, მხოლოდ და მხოლოდ გამძაფრდება რეპრესიები. 5 წლის წინ, როდესაც იმ სულელურ კანონზე დაიწყო მსჯელობა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ვიქნებოდით ამ პროცესების მოწმე და ადამიანებს, რომლებსაც იცნობს, მთელი საზოგადოება, ბიზნესში არიან წარმატებულნი, აგერ გახარიასაც ემუქრებიან, რომელიც სუპერძალოვანი იყო და ლოცულობდნენ მასზე, დღეს კი ნომერ პირველი მტერია, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ასეთ ადამიანებს თუ არ ინდობენ, არავის დაინდობენ და ამაზე პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებამ. გასაგებია, რომ ამ რეჟიმს მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოების, მაგრამ ეს უნდა გახდეს აქტიური და ოთახებიდან და ბინებიდან უნდა გამოვიდეს ხალხი, და პოზიცია დააფიქსიროს აქტიურად, თორე ძალიან მოკლე პერიოდში, ბევრად უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით, ბევრად უფრო ძნელი იქნება ამ ქვეყანაში რამის შეცვლა. საგარეო ფაქტორების იმედად არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასაკეთებლი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, -განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.
მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. დღესვე გაიმართება ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც.