პოლიცია "ლელოს" ლიდერების დაკავებისთვის ემზადება (ვიდეო)
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზებაა.
ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პერიმეტრზე შსს-ს მინიმუმ 3 ავტობუსი და ერთი დაკავების მანქანა შეინიშნება.
განახლება: პოლიცია უკვე "ძლიერი საქართველოს" ოფისში იმყოფება, რომ ბრალის დადგენილება ჩააბაროს. "პირველების" კამერამ პოლიციის მაღალჩინოსანი, სერგი ბზიშვილი დააფიქსირა.
"ქართულ ოცნებას" ნორმალურად დაჭერაც არ შეუძლია - თქვა მამიკა ხაზარაძემ.
პარალელურად ოფისში შეკრებილები სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარიქს".
მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერები არ დასწრებიან, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
დღესვე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.