მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

23.06.25 18:14
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს - ოპოზიციონერ ლიდერებს ხელბორკილები კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისთან დაადეს. 

"ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას რუსული რეჟიმი მალე დაემხობა" - ასეთი იყო მამუკა ხაზარაძის ბოლო გზავნილი, რომელიც პოლიტიკოსმა პოლიციის ავტომობილში ჩაჯდომამდე გააჟღერა. 

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მან თქვა, რომ "საქართველო გაიმარჯვებს". 

კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკოსების გარდა, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერებიც არიან შეკრებილები. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შემდეგ, მოქალაქეები სკანდირებდნენ - "სირცხვილია". 

მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა

განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერები არ დასწრებიან, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

დღესვე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.

მსგავსი სიახლეები