ბრიუსელში "ქართული ოცნების" შეჩერების მექანიზმებზე მსჯელობენ - მაგიდაზე 6-პუნქტიანი პაკეტი დევს

23.06.25 20:37
ბრიუსელში "ქართული ოცნების" შეჩერების მექანიზმებზე მსჯელობენ - მაგიდაზე 6-პუნქტიანი პაკეტი დევს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპულ საბჭოზე 6-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით მივიდა, სადაც გაწერილია, როგორ და რა ნაბიჯებით უნდა უპასუხოს ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალას. კესტიტუს ბუდრისის ინიციატივით, სანქციები "ოცნების" წინააღმდეგ, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა ის მთავარი ბერკეტები, რომელიც ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს. 

"ქართული ოცნება" ევროკავშირს სანქციების დაწესების გარდა სხვა გზას არ უტოვებს - ასე ფიქრობს საგარეო საკითხებში უმაღლესი კომისარი. მოლაპარაკების მაგიდაზე დღეს კაია კალასმა სანქციების პაკეტი დადო იმ პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ხალხის წამებასა და უკანონო დაკავებებშია მხილებული. გასულ სხდომაზე ეს საკითხი უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა. თუმცა ევროკომისია არ წყვეტს მცდელობას, დაარწმუნოს უნგრეთის პრორუსი ლიდერი, რომ არ შეეწინააღმდეგოს 26 სახელმწიფოს მტკიცე გადაწყვეტილებას. 

ევროკავშირი ხედავს, რომ საქართველოში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება, ამიტომ სანქციებს აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყანა ითხოვს. მიზეზი მარტივია. მინისტრები ამბობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მმართველმა პარტიამ კურსი მკვეთრად რუსეთისკენ შეცვალა. "ოცნება" ქართველ ხალხს დემოკრატიის ჩამოშლით ისტორიულ შანს აკარგვინებს, რაც ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვედრაა. მინისტრები პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოწინავე პოზიციებზე დგას, იმავეს საქართველოზე ვერავინ ამბობს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები