სალომე ზურაბიშვილი: ტერორი საქართველოში
"ტერორი საქართველოში" - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ამიერიდან მედიას სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება აღარ აქვს, ასევე აკრძალულია გადაღება, ჩაწერა და ტელეფონით სარგებლობა.
"#ტერორი საქართველოში ამიერიდან მედიას არ აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, ასევე აკრძალულია სასამართლოს შენობის გარეთ ყოფნა. არავის აქვს უფლება გადაიღოს ან ჩაწეროს. ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია," - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტის მიხედვით, მედიას სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების უფლება ეზღუდება.