პოსტიდან წასულმა დავითაშვილმა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

24.06.25 14:34
პოსტიდან წასულმა დავითაშვილმა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

პოსტიდან წასულმა ლევან დავითაშვილმა "განსაკუთრებული მადლობა" ბიძინა ივანიშვილს  გადაუხადა - სწორედ "ოცნების" დამფუძნებლისადმი მადლობით დაიწყო დავითაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. 

მან საშუალება მომცა, წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მემუშავა სხვადასხვა მიმართულებით, გარკვეული წარმატებებით. გარკვეული წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც პირადად ჩემთვის არის დაუვიწყარი”. – თქვა მან.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ იქნება. მის პოსტს  მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. იყო ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან. მანამდე, 2016-2022 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი.

მარიამ ქვრივიშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე „ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

მსგავსი სიახლეები