ივანიშვილმა გადაწყვიტა, კორუფციონერი ჩინივნიკებისგან ფული ამოიღოს - ირაკლი კუპრაძე
ივანიშვილმა გადაწყვიტა, კორუფციონერი ჩინივნიკებისგან ფული ამოიღოს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ამასთან, პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თავისი დანაშაულებების გასაფერმკრთალებლად, ივანიშვილი ახლა საკუთარი გუნდის წევრების სამაგალითოდ დასჯას ციხით ცდილობს.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ აღნიშნული "წმენდით" არაფერი შიეცვლება, რადგან სწორედ ივანიშვილია დანაშაულებრივი დავალებების გამცემი.
ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთი მხრივ, ფული ამოიღოს კორუფციონერი ჩინოვნიკების მხრიდან და მეორეს მხრივ, დაიჭიროს, დასაჯოს სამაგალითოდ ისინი, იმიტომ, რომ დღეს საზოგადოებაში არსებობს ერთადერთი აღქმა, რომ "ქართული ოცნება" და ივანიშვილის გუნდი არის კორუფციაში, ძალადობაში. ბრალდებების გაფერმკრთალებას ცდილობს ივანიშვილი ირაკლი კობახიძისთვის ძალაუფლების გადაბარებით და თავის მხრივ იმ ე.წ. წმენდით, რომელიც არაფერს ცვლის. მისგან მომდინარეობს ყველა ის დანაშაულებრივი დავალება, რომელსაც ჯერ ასრულებენ "ქართული ოცნების" წევრები და შემდეგ ამისთვის საპატიმროებში, ციხეებში ან ემიგრაციაში, - ამბობს კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სუსის შეფმა ლილუაშვილის დაკითხვაზე დაბარება დააანონსა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ისეთი მასშტაბის დანაშაული, როგორიც რომეო მიქაუტაძის ქეისია, სუსს არ უნდა გამოჰპარვოდა.
ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირბაზე საუბრობს.
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თქმით, "დასანქცირებულ ივანიშვილს კობახიძემ მოპარული 1 მილიარდის მტკიცებულებები აუტანა და ხელი ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, რიჟვაძეს, ფარცხალაძეს და გომელაურს დაადო... ბიძინას საყვარელი დეიდაშვილი "გაქცეულია" და ეშინია“.