"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილს ღირებულებები "შმოტკებში" არ გაუცვლია

25.06.25 15:15
"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილს ღირებულებები "შმოტკებში" არ გაუცვლია

 

 

ივანიშვილის გუნდში აღიარებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი, წინა ხელისუფლების პირობებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა მაკა ბოჭორიშვილს ღირებულებები "შმოტკებში" არ გაუცვლია, როგორც ეს მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა დაწერა. 

  • ცნობისთვის, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მხიედვითაც, მაკა ბოჭორიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპარლამენტში მუშაობდა, შემდეგ კი "ღირებულებები ბრენდულ სამოსზე გაცვალა".

ნინო წილოსანმა დღეს "ქართულ ოცნებაში" გადასული ბოჭორიშვილის დასაცავად, სალომე სამადაშვილს ჩაცმულობაც კი დაუწუნა და ირწმუნებოდა, რომ მაკა ბოჭორიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც "ღირსეულად ასრულებდა მის მოვალეობას". 

სასაცილოა რომ მაკა ბოჭორიშვილის კვალიფიკაციასა და მის პიროვნებაში ეჭვი უნდა შევიტანოთ სალომე სამადაშვილის განცხადებებით. სამადაშვილი თავისი შინაარსით, პოლიტიკური წარმომავლობით და მისი გავლილი გზით, რამდენად მიუღებელი და წარმოუდგენლად აბსურდული პერსონაა, ეს უკვე ყველა მის განცხადებას ფერს უკარგავს. მაკა ბოჭორიშვილი ქონება ეს თუ ძალიან ჩვენი კოლეგა და თანამოქალაქე, "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც მუშაობდა და ასრულებდა თავის მოვალეობას. სალომე სამდაშვილი რომ სხვის ჩაცმულობაზე და "შმოტკებზე" დაიწყებს საუბარს, ალბათ ამაზე წარმოუდგენელია კომენტარის გაკეთება. ის თავისი შინაარსით, ვიზუალით, გამოხატვის ფორმებით, თავისი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პოზიციით სამარცხვინო ადამიანია", - ამბობს ნინო წილოსანი. 

ფაქტი, რომ მაკა ბოჭორიშვილი "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლების დროს 2011-12 წლებში ბრიუსელში მუშაობდა, ეს არ უარყო არც "ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ.

"რომ მუშაობდა მერე რა, ყველა მუშაობდა მაშინ, მაგ ასაკის ვინც არის ყველა მუშაობდა იმ მთავრობაში", - აცხადებს წაქაძე.

მაკა ბოჭორიშვილის წარსული დღეს მისმა ყოფილმა უფროსმა, სალომე სამადაშვილმა გაახსენა. 

სალომე სამადაშვილის მტკიცებით, მაკა ბოჭორიშივლი, რომელმაც დღეს წულუკიანის კომისიაზე იერიში ოპოზიციაზე მიიტანა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპარლამენტში მუშაობდა, შემდეგ კი "ღირებულებები ბრენდულ სამოსზე გაცვალა".

მსგავსი სიახლეები