პროკურატურა ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

25.06.25 17:22
პროკურატურა ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

ზვიად რატიანი განაჩენის მოლოდინში - პოეტის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს დაეწერა. პროცესი საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.

პროკურატურის განცხადებით, ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რატიანს გამოძიება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ციხეში 7 წლიანი მუხლით გაშვებას უპირებს. 

სასამართლოში შეკრებილები არიან პოეტის მეგობრები და ახლობლები. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა ზვიად რატიანის მიმართ რეპრესიებზე საუბროს და აცხადებს, რომ პოეტს ამის გამო გარკვეული პერიოდი ქვეყნის დატოვებაც მოუხდა.

რაც შეეხება მოლოდინს, ჯობავას ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში უკვე დიდი ხანია სამართალი აღარ არსებობს, ამიტომაც მას ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. 

პოეტს ეს რეჟიმი უსწორდება ყველანაირად და ფაქტი არის ის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, არცერთი მოძალადე მის წინააღმდეგ არ დასჯილა. გარდა ამისა, მას უსახლდებოდნენ სახლთან და ცდილობდნენ მის დაშინებას, რის გამოც, გარკვეული პერიოდი ქვეყნის დატოვებაც მოუხდა. ეს ადამიანი არის ამ რეჟიმის მსვხერპლი უკვე წლების განმავლობაში. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა რუსთაველზე და ეს სილის გაწვნა რამ გამოიწვია, მაგრამ ამ საზოგადოებაში ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ ღირსება და არიან ისეთი ღირსეულები, როგორცი ზვიად რატიანი და რომლებსაც აქვთ ზღვარი, რომლის იქითაც შეურაცხყოფის ატანა ალბათ შეუძლებელია. სასამართლოსგან ველოდებით იმას, რასაც სულ ველოდებით უსამართლო სასამართლოსგან. ამ შენობაში ადამიანები სამართალს არ ესამხურებიან. აქედან გამომდინარე, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს", - აცხადებს გვანცა ჯობავა. 

 

 

პოეტი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები