ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია 5 000 ლარით დააჯარიმა

25.06.25 17:02
ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია 5 000 ლარით დააჯარიმა

ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად გამოაცხადა და 5 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოსის დაკავებას ითხოვდა. 

ხოშტარიას  166-ე და 173 -ე მუხლებს ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 28 მარტს აქციაზე დაკავების ფაქტს. ხოშტარია მაშინ ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში [“რამიშვილზე „შუშებიანში“”], თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, ზურგს უკან ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს და ყბებსა და კბილებზე მიაყენეს დაზიანება.

ხოშტარია იხსენებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში, დიღომში, მას  ხელები ისევ ზურგს უკან შეუკრეს და სრულად გააშიშვლეს.

მსგავსი სიახლეები