რაჟდენ კუპრაშვილი არის კრიმინალი, პარტიის მსახური მონა! - ხოშტარია

25.06.25 17:46
რაჟდენ კუპრაშვილი არის კრიმინალი, პარტიის მსახური მონა! - ხოშტარია

რაჟდენ კუპრაშვილი არის კრიმინალი, პარტიის მსახური მონა, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია TI-სმიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კუპრაშვილის ბიუროს კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ ოლიგარქიულ სისტემას ემსახურება.

ხოშტარია ამბობს, რომ ქვეყანაში არც გამოძიება და შესაბამისად, არც სამართალი არსებობს.

კუპრაშვილი თვითონ არის დასაჭერი, - ამბობს ხოშტარია.

რაჟდენ კუპრაშვილი არის კრიმინალი. მორჩა. რაჟდენ კუპრაშვილი არის პარტიის მსახური მონა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არც კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს. პირიქით, ის არის კორუმპირებული და ის ემსახურება კონკრეტულ ოლიგარქიულ სისტემას, ამიტომ აბსურდია რაიმე გამოძიებისთვის მათთვის მიმართვა. არ არსებობს ამ ქვეყანაში გამოძიება, იმიტომ, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში სამართლიანობა და არ არსებობს ინსტიტუტები, აქედან ეს ყველაფერი არის ფარსი. დაჭერები ხდება მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით და რაჟდენ კუპრაშვილი თავად არის დასაჭერი, - ამბობს ხოშტარია. 

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. ამის შეხებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ პირების მიერ საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

TI აღნიშნავს, რომ არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის უწყებამ არ გამოიკვლია და არც სათანადო რეაგირება მოუხდენია. 

 

მსგავსი სიახლეები