ელოდება თუ არა ელენე ხოშტარია დაპატიმრებას? - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

25.06.25 21:51
ელოდება თუ არა ელენე ხოშტარია დაპატიმრებას? - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

ელოდება თუ არა ელენე ხოშტარია დაპატიმრებას? - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი მოცემულ თემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს "ტვ პირველის" ეთერში აკეთებს და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მისთვის ხელბორკილების დადების/არდადების ფაქტს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. 

ამასთან, ელენე ხოშტარია ყურადღებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით "რუსული მოდელის" მქონე "სისტემა" "ძალის დემონსტრირებას" ცდილობს. 

ჩემს დაკავებაზე მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ვისაუბრო, რადგან ეს არ არის არსებითი. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურად იმ ეტაპზე, როდესაც სისტემამ რუსული მოდელით გადაწყვიტა, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს თავისი ჭკუით ყველაფრის მოხრჩობით. ჯერ ახალგაზრდები დაიჭირეს, საზოგადოების წარმომადგენლები დაიჭირეს და ახლა გადავიდნენ ეტაპზე, რომ ყველას მოგაჭრით თავს. ასეთი გზავნილია. ელენე ხოშტარია დაიჭერენ თუ არა, ფაქტია, რომ პოლიტიკოსების დაჭერაზე არიან გადასულები და კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა ხდება." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად გამოაცხადა და 5 000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოსის დაკავებას ითხოვდა. ხოშტარიას 166-ე და 173 -ე მუხლებს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.     

მსგავსი სიახლეები