ნიკოლოზ რაჭველს იგივე წერილი მიუვიდა და ძალიან კარგად დაიწყეს მუშაობა - თინათინ რუხაძე

26.06.25 11:04
ნიკოლოზ რაჭველს იგივე წერილი მიუვიდა და ძალიან კარგად დაიწყეს მუშაობა - თინათინ რუხაძე

პირველი არხის ეთერში "ქართული ოცნების" კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ცენტრიდან, ნიკოლოზ რაჭველის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ჰკითხეს. 

მინისტრმა წამყვანს ურჩია, რომ "ტაბლოიდურ მდგომარეობაში ნუ ჩავარდება", თუმცა დაადასტურა, რომ ეროვნული სიმფონიური ცენტრს კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ორგანიზაციის წესდება და ეს წერილი ნიკოლოზ რაჭველს მიუვიდა:

ტაბლოიდურ მდგომარეობაში ნუ ჩავარდებით. ეროვნული სიმფონიური ცენტრი ნიკოლოზ რაჭველის არ არის, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ცენტრია, რომელიც არის, წელს საიუბილეო წელი აქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, ან ორგანიზაციას და სხვათაშორის ნიკოლოზ რაჭველის ამ ცენტრს, როგორც თქვენ ამბობთ, იგივე წერილი მიუვიდა და ძალიან კარგად დაიწყეს მუშაობა.

ამ ცენტრის და ბევრ კიდე სხვა ორგანიზაციას ისეთი მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება"- განაცხადა რუხაძემ. 

ასევე ნახეთ:  

მსგავსი სიახლეები