შტეფანი კრისპერი საქართველოზე: რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაუწესდეს

26.06.25 11:48
შტეფანი კრისპერი საქართველოზე: რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაუწესდეს

 

 

"გვაცნობეს, რომ ის კოლეგები, რომლებიც წინა ჯერზე ევროსაბჭოში ჩამოვიდნენ, მოგვიანებით დააპატიმრეს... შესაძლოა იგივე ბედი ელით ამჯერად ჩამოსულებს," - ამის შესახებ "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკური ჯგუფი "ალდეს" წევრმა შტეფანი კრისპერმა ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ამ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი, საჭიროა ინდივიდუალური სანქციების დაწესება. 

"მდგომარეობა ძალიან გვაშფოთებს აქ, ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე.

დღეს განვიხილავთ ამ საკითხს, ჩვენ მოვუსმინეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც გვაცნობეს, რომ ის კოლეგები, რომლებიც წინა ჯერზე ევროსაბჭოში ჩამოვიდნენ, მოგვიანებით დააპატიმრეს.

ამჟამად კი გვაშფოთებს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა იგივე ბედი ელით ამჯერად ჩამოსულებს - იმ ადამიანებს, ვინც საკმარისი სიმამაცე გამოიჩინა და აქ მოვიდა. შიში გვაქვს, რომ დაბრუნებისას ისინი ან ვეღარ დაბრუნდებიან სახლში, ან ციხეში აღმოჩნდებიან.

ეს სრულიად მიუღებელია. ეს თვითნებური დაკავებებია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს.

ევროსაბჭოში ჩვენ ვეცდებით, და ვფიქრობ, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანდება ამ მიმართულებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, რათა დემოკრატიამ ამ ქვეყანაში ისევ იფუნქციონიროს.

მიგვაჩნია, რომ პარალელურად, საჭიროა იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ამ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი, ინდივიდუალური სანქციების დაწესება, ეს საკითხიც უნდა განვიხილოთ ევროსაბჭოში," - განაცხადა შტეფან კრისპერმა. 

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში საქართველოს შესახებ დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. 

საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დებატებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

 ამავე თემაზე

მსგავსი სიახლეები