ენმ: თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა

26.06.25 14:23
ენმ: თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა - ინფორმაციას და ფოტოს პარტიის პრესსამსახური ავრცელბს.

ენმ-ის პრესსამსახურის თქმით, აუდიენციის დასრულების შემდეგ, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თეოდოროს რუსოპულოსთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობის თაობაზე ისაუბრა. 

გუშინ ევროსაბჭოში იყო ისტორიული დღე, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულის შესწავლის შესახებ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა “რუსული ოცნების” დელეგაციამ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართება.

დებატები საქართველოს საკითხზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები