ივანიშვილის რუსული წარსული - რა სახელით იცნობდა რუსული პოლიტიკური ელიტა "ოცნების" თავმჯდომარეს?
რუსი ოპოზიციონერი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმირ კარამურზა "ტვ პირველის" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის რუსულ წარსულზე საუბრობს.
მისი თქმით, ივანიშვილს რუსეთში წლების განმავლობაში იცნობდნენ, როგორც "ბორის ივანიშვილს".
კარამურზა აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მენტალობა პუტინისას ძალიან ჰგავს, მას მოსწონს სისტემა, რომელიც პუტინმა რუსეთში შექმნა და სწორედ ასეთი სისტემა სურს საქართველოში.
ბატონმა ივანიშვილმა დიდი ხანი გაატარა რუსეთში. ის იყო „რუსეთის საკრედიტო ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით მას როგორც "ბორის ივანიშვილს" მგონი მოგვიანებით შეიცვალა სახელი.
არ ვიცი, უშუალოდ პუტინთან ჰქონდა თუ არა კავშირი, მაგრამ რაც აშკარაა – მისი მენტალობა პუტინთან ძალიან ჰგავს. მას მოსწონს ის სისტემა, რაც პუტინმა შექმნა რუსეთში: სადაც არ არის ოპოზიცია, არ არის თავისუფალი არჩევნები, რეალური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია.
ეს სისტემა მას მოსახერხებელია. და სწორედ ასეთი სისტემა სურს საქართველოში.
მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული ძალები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ მცდელობას.მთელი გულით ვუსურვებ მათ წარმატებას – და ყველაფერს საუკეთესოს – იმისთვის, რომ საქართველოს არ მოუწიოს დიქტატურის გზით სიარული," - განაცხადა კარამურზამ.
ასევე იხილეთ
ცნობისთვის, კარამურზამ ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში ისაუბრა, სადაც, დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს.