ბიძინას ბოლო მოჰიკანიც დატოვებს თანამდებობას ალბათ ამ დღეებში - თინა ხიდაშელი ანზორ ჩუბინიძეზე

26.06.25 17:24
ბიძინას ბოლო მოჰიკანიც დატოვებს თანამდებობას ალბათ ამ დღეებში - თინა ხიდაშელი ანზორ ჩუბინიძეზე

ეხლა ღირსების ორდენის ამბავს ვუყურე და მგონი ანზორ ჩუბინიძის გედის სიმღერა იყო ეს - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

ხიდაშელი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი მალე დატოვებს თანამდებობას. 

პოლიტიკოსი სინდისის პატიმრების პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატები "ოცნების" თავხედობას" კიდევ ერთხელ აჩვენებს. 

ის რაც სასამართლოში ხდება ადვოკატებთან დაკავშირებით ისეთ აბსურდია ბოლომდე ვერ ვიჯერებ რომ უხეიროდ გადაღბული კინოს სიუჟტიდან არ არის 🙁  
ასეთი არაფერი გამიგია, არ მსმენია ...
იმ ყველაფრის ფონზე რა მასშტაბის თავხედობასაც ოცნება გვაჩვენებს ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ამასობაში სახელმძღვანელოებში შესატანი აბსურდია 🙁 წარმოუდგენელი, დაუჯერებელი 🙁 
PS. ეხლა ღირსების ორდენის ამბავს ვუყურე და მგონი ანზორ ჩუბინიძის გედის სიმღერა იყო ეს. ბიძინას ბოლო მოჰიკანიც დატოვებს თანამდებობას ალბათ ამ დღეებში", - წერს თინა ხიდაშელი. 

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა - "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძეს მედალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.  

მსგავსი სიახლეები