"ვფიქრობთ, წარმომადგენლები მივავლინოთ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად" - კომენტარები ჰელსინკიდან
დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების მხარდასაჭერად საქართველოში შესაძლოა მალე ალდე-ს წევრი პარტიებიდან წარმომადგენლები ჩამოვიდნენ - ამის შესახებ "პირველებს" ჰელსინკში რეზოლუციის საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ ევროპელმა პოლიტიკოსმა განუცხადა.
დასავლელი პოლიტიკოსები შეშფოტებას გამოთქვამენ ჩვენს ქვეყანაში მიმდიანრე მოვლენების გამო და ამბობენ, რომ დამტკიცებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს "ოცნებისთვის".
"ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს საქართველოში" - აცხადებს პოლიტიკოსი.
ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად არის – ჩვენ საქმე გვაქვს სიტუაციასთან, სადაც ყველა ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერი დაპატიმრებულია და ამჟამად ციხეში იმყოფება. ჩვენ მივიღეთ წერილი ერთ-ერთი ლიდერისგან, რომელიც სწორედ საკნიდან გამოგვიგზავნა, სადაც ის მკაცრად გმობს შექმნილ ვითარებას.
ვფიქრობ, ისიც არ არის დამთხვევა, რომ მათ შვიდთვიანი სასჯელი მიესაჯათ – ეს ზუსტად ემთხვევა მომდევნო არჩევნების პერიოდს. ცხადია, ეს არის მიზანმიმართული ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ამ გზით ზღუდავს და აჩერებს დემოკრატიას საქართველოში. და სწორედ ამიტომ, ჰელსინკიდან გამოქვეყნებული სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანი და მძლავრია – ყველა 70 წევრი პარტია, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა მთავრობაში მონაწილეობენ, ერთხმად უჭერენ მხარს ჩვენს პარტიის ლიდერებს საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია.
ეს არის პირველი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რომ ვიფიქრებთ, როგორ დავუჭიროთ მათ მხარი – მაგალითად, შევძლებთ მივავლინოთ წარმომადგენლები ალდე-ს წევრი პარტიებიდან საქართველოში. ამაზე ვმუშაობთ, რადგან ეს სასწრაფო საჭიროებაა და დარწმუნებით გეუბნებით, რომ სიტუაციას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით.
ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს საქართველოში", - აცხადებს ერვოპელი პოლიტიკოსი.
“დემოკრატია ალყაში - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” - ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.
ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.