"დასანქცირდეს ივანიშვილი, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები" - "ალდემ" რეზოლუცია მიიღო

28.06.25 14:26
"დასანქცირდეს ივანიშვილი, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები" - "ალდემ" რეზოლუცია მიიღო

“დემოკრატია ალყაში - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” - ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.

ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის  დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას  და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 რეზოლუციაში ხაზგასმულია:
 • ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება ევროკავშირისა და დემოკრატიული მომავლისადმი.
 • „ქართული ოცნების“ სრული პასუხისმგებლობა დემოკრატიული უკუსვლის, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების, რეპრესიებისა და ანტი-ევროპული კურსის გამო.

ALDE მკაცრად გმობს:
 • ლიდერების: ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და გივი თარგამაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრს.
 • ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.
 • 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრებას, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სიძულვილის კამპანიებს ევროკავშირის წინააღმდეგ.
 • ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას: „უცხოელი აგენტების“ და „მემკვიდრე პარტიების“ შესახებ კანონებს, რომლებიც ითრგუნავენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლებებს.

ALDE მოითხოვს:
 • ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას.
 • 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
 • ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას.
 • მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანზე.
 • ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი „ქართული ოცნების“ რეჟიმთან.

მსგავსი სიახლეები