მოვუწოდებთ "ოცნებას", შეწყვიტოს პოლიტიკური თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებზე - კირა რუდიკი
ევროპელი პოლიტიკოსები "ოცნებას" მოუწოდებენ შეწყვიტოს პოლიტიკური თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებზე პოლიტიკოსი.
უკრაინელი პოლიტიკოსი კირა რუდიკი "პირველებთან" აცხადებს, რომ მიუღებელია ის, რაც ახლა საქართველოში რუსული გავლენით ხდება.
მისი თქმით, ჰელსინკში ცოტა ხნის წინ მირებული რეზოლუცია, "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს -"ვფიქრობ, რომ სანქციები, განსაკუთრებით პერსონალური სანქციები, ძალიან კარგი დასაწყისია"
ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერების ბოლო დაკავებებს და მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს პოლიტიკური თავდასხმები თავის ოპონენტებზე.
კარგად გვესმის, რომ დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი რუსული გავლენაა, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ, რომ ეს გავლენა უარყონ, რადგან საბოლოოდ რუსეთი დამარცხდება. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, და ყველა, ვინც დღეს მოქმედებს, მოგვიანებით პასუხს აგებს დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე საკუთარ ქმედებებზე.
ვფიქრობ, რომ სანქციები, განსაკუთრებით პერსონალური სანქციები, ძალიან კარგი დასაწყისია.
თუ დააკვირდებით ან ესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს, ნახავთ, რომ ისინი შვილებს არ აგზავნიან რუსეთში სასწავლებლად, არც ნათესავებს უშვებენ დასასვენებლად იქ. ისინი მიდიან ევროპულ ქვეყნებში, ინახავენ თანხებს ევროპულ ბანკებში. ამიტომ, მათთვის იმის შეზღუდვა, რომ ისარგებლონ იმ დემოკრატიული ქვეყნების სიკეთეებით, რომლებსაც თავად ებრძვიან ან არ სცემენ პატივს – არის ძალიან კარგი და ლოგიკური პირველი ნაბიჯი. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა.
“დემოკრატია ალყაში - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” - ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.
ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.