"ალდეს" კავშირში შემავალი პარტიები ყველაფერს გააკეთებენ მათი წევრი ქართველი პოლიტიკოსების გასათავისუფლებლად - გეგელია

28.06.25 16:36
"ალდეს" კავშირში შემავალი პარტიები ყველაფერს გააკეთებენ მათი წევრი ქართველი პოლიტიკოსების გასათავისუფლებლად - გეგელია

"ძლიერი საქართველსო" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ალდეს" კავშირში შემავალი 80-მდე პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი წევრი 4 ქართველი პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად და სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა ის რეზოლუცია რომელიც დღეს მიიღეს.

"ალდეს" კავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ დასაჯონ ის რეჟიმი, რომლებმაც ეს ოთხი პოლიტიკოსი და სხვა ბევრი პოლიტპატიმარი დააპატიმრა - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

"ალდემ" საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომელიც პირველ რიგში, ეხმაურება "ალდეს" 4 ქართველი ლიდერის უკანონო დაპატიმრებას და პოლიტიკურ რეპრესიას მათ მიმართ. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ეს ოთხი სახელი ისმის დღეს გაუთავებლად. "ალდეში" არის ევროპული კავშირის 80-ზე მეტი პარტია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარი კოლეგების თავისუფლებას მიაღწიონ და დასაჯონ ის რეჟიმი, რომლებმაც ეს ოთხი პოლიტიკოსი და სხვა ბევრი პოლიტპატიმარი დააპატიმრა და რომელმაც მიიტაცა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

“დემოკრატია ალყაში - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” - ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.

ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის  დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას  და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები