"დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები! მხარს ვუჭერთ სანქციებს „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ" - "ალდეს" პრეზიდენტი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რათა საქართველომ დაიბრუნოს ევროპული გზა - ამის შესახებ "პირველებთან" ინტერვიუში პოლიტიკური გაერთიანება "ალდეს" პრეზიდენტმა, სვენია ჰანიმ განაცხადა.
"ალდეს" პრეზიდენტი ამბობს, რომ "ევროპელი ლიბერალები ცხადად უჭერენ მხარს სანქციებს „ქართული ოცნების“ რეჟიმის პასუხისმგებელ პირებზე" - საუბარია, როგორც სავიზო შეზღუდვებზე, ისე მიზნობრივ სანქციებზე.
პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - აცხადებს სვენია ჰანი და ქართველ ხალხს მკაფიო სიგნალს უგზავნის: "თქვენ არ ხართ მარტო, თქვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის ევროპამ დაინახა".
ევროპელი ლიბერალები მკაფიოდ ვგმობთ ქართული ოცნების რეჟიმს. ეს რაც დღეს ხდება – უბრალოდ წარმოუდგენელია. საქართველოში გვყავს ხუთი წევრი პარტია, ხოლო მათი ოთხი ლიდერი პოლიტიკური პატიმარია – ისინი დაპატიმრებული არიან მხოლოდ პოლიტიკური მოტივით.
ქართული ოცნება თანდათან შორდება არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ ტრანსატლანტიკურ გზას, რომელიც ქართველი ხალხის ნება-სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ეს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ.
ჩვენი პოზიცია ნათელია: საჭიროა ახალი, თავისუფალი არჩევნები; ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომელიც ართმევს მოქალაქეებს ევროპულ მომავალს;
და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რათა ქვეყანამ დაიბრუნოს თავისი გზა — ევროპული მომავლისკენ.ევროპელი ლიბერალები ცხადად ვუჭერთ მხარს სანქციებს „ქართული ოცნების“ რეჟიმის პასუხისმგებელ პირებზე — მაგალითად, სავიზო შეზღუდვებსა და მიზნობრივ სანქციებს.
ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯი, რომელიც ევროპიდან იგზავნება:
პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხალხისთვის: თქვენ არ ხართ მარტო, თქვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის ევროპამ დაინახა". - აცხადებს "ალდეს" პრეზიდენტი.
“დემოკრატია ალყაში - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” - ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.
ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.