ევროსკოპი: დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი EU-ს 11 ქვეყანამ შეაჩერა

30.06.25 13:22
ევროსკოპი: დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი EU-ს 11 ქვეყანამ შეაჩერა

ევრომისიის გადაწყვეტილება ძალაშია. ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე ჩინოვნიკებისთვის სანქციები უკვე აამოქმედა. ინფორმაციას "ევროსკოპი" სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროსკოპის ინფორმაციით, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული(საბჭოს გადაწყვეტილება იმპლემინტირებული)აქვთ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთი(მარტიდან), ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი, რა თქმა უნდა, ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად, გერმანიასა ან პოლონეთზე, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ვიზის გარეშე ვეღარ შედის, დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.  

მსგავსი სიახლეები