რატომ გაქრა საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგიდან? - რას ამბობენ "ოცნებაში"
უარი საქართველოში ვიზიტზე - როგორ ხსნიან და რას ამტკიცებენ "ოცნებაში" კალასის გადაწყვეტილების შემდეგ. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველო ევროპაში და რეგიონშიც, დემოკრატიის თვალსაზრისით, მოწინავე სახელმწიფოა და პრობლემები ევროკავშირის შიგნით უნდა მოიძებნოს.
საქართველო არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით არის ლიდერი დემოკრატიის თვალსაზრისით. თქვენ ხედავთ, კატასტროფული მდგომარეობაა მთლიანად ევროპის მასშტაბით, არა მარტო რეგიონში, ევროპის მასშტაბით. დემოკრატიის კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი და მოწინავე ქვეყანა. ეს არის რეალობა. დანარჩენი, რაც შეეხება ევროპის პრობლემებს, ბუნებრივია, ამას თავად ევროპამ უნდა მიხედოს, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
"პირველების" კითხვაზე, მაშინ რატომ აღარავინ ჩამოდის ევროპიდან "ოცნებასთან" სასაუბროდ, კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ 2022 წელს მეორე ფრონტის გახსნაზე თქვა უარი. "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ევროპიდან ზეწოლა ახლაც გრძელდება, თუმცა ეს ვერაფერ ეფექტს ახდენს.
როდის დაიწყო ეს ყველაფერი? 2022 წელს, როდესაც ჩვენგან მოითხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, ომში ჩართვა და ამას მოჰყვა მერე ზეწოლა, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცა ხედავთ, რომ ამ ზეწოლას, ქართველ ხალზე ზეწოლას, პირველ რიგში, და მერე ხელისულებაზე ზეწოლას არ აქვს არავითარი ეფექტი, - ამბობს კობახიძე.
ევროპას ბალდებებს უყენებს შალვა პაპუაშვილიც. მისი მტკიცებით, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების საბჭოთა მენტალიტეტით ჩანაცვლებას ცდილობს.
ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით ყოველთვის, სადაც ვიყავით ათასწლეულები. ჩვენ ვართ თანაშემოქმედი ევროპისა. თუკი ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს, რომ გადაახტეს საქართველოს და სხვანაირად ხედავს ევროპის გეოგრაფიას, ეს მათი პრობლემაა. ისინი, ის ევროპული ბიუროკატები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, რომ თვალი აარიდონ ქართველებს, ეს ის ხალხია, რომლებსაც, სინამდვილეში, სურთ ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჩაანაცვლონ ზოგმა საბჭთა მენტალიტეტით და ზოგმა რა მენტალიტეტით. როგორც მოქმედებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ამის შედეგია, რომ მათი ეკონომიკური ზრდა არის ნულს გარშემო და ჩვენი მოქმედება კი აჩენებს, რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედება, - ამბობს პაპუაშვილი.
ის, რომ კაია კალასი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა და არა საქართველოში, კალაძე ასე ეხმიანება: "ჩამოვიდეს, ვინ უშლის?". ამასთან, "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ დასავლეთის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
ჩამოვიდეს, ვინ უშლის, რა პრობლემაა? ჩვენ საქართველოს ინტერესს ვიცავთ. პირდაპირ როცა გეუბნებიან თეთრზე შავია და პირდაპირ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა ადგე და კედელს დაეტაკო და იცი, რომ ამიტ დაზიანდები და საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას დააზიანებ, შესაბამისად, ის ორმაგი სტადარტები კატეგორიულად მიუღებელია. საუკთესო მაგალითია მოლდოვა. ქვეყანას,რომელსაც ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, ომელიც მტელი რიგი პარამეტრებით არის ერთი, 20-30 წლით უკან საქართველოზე, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რეგიონში უკვე მეორედ ჩამოდის. კაია კალასი ახლა სომხეთში იმყოფება, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეხვედრით არ ინტერესდება.