მანჯგალაძე: "ოცნების" მიზანი აქტიური ოპოზიციონერების დატყვევება და იზოლაციაა

30.06.25 15:55
მანჯგალაძე: "ოცნების" მიზანი აქტიური ოპოზიციონერების დატყვევება და იზოლაციაა

ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ინტერესი აქტიური პოლიტიკური ლიდერების დატყვევების, დაკავების, იზოლაციის, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე იმ ფაქტს, რომ წულუკიანის კომისიამ ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მეორედ მიმართა.

პოლიტიკოსის თქმით, ამ უსამართლობასა და უკანონობაზე ყველას მოუწევს პასუხისგება სამართლიანი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში. 

ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ინტერესი აქტიური პოლიტიკური ლიდერების დატყვევების, დაკავების, იზოლაციის. პირველი გადაწყვეტულებაც იგივე იყო ზუსტად, იმიტომ, რომ კომისია არ არსებობს კონსტიტუციით და სამართლებრივად, იმიტომ, რომ იქ უნდა იყოს ნახევარი ოპოზიციიდან. პირდაპი გეუბნებით, ეს არის იმ მასშტაბის უკნონობა, თითოეულ მათგანს მოუწევს ამაზე პასუხისგება თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, წულუკიანის კომისია პროკურატურას მეორედ მიმართავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკოსების უარის გამო, დაეკმაყოფილებინათ კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვასთან დაკავშირებით, საქმე გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში.

 

მსგავსი სიახლეები