წულუკიანის კომისია ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მეორედ მიმართავს

30.06.25 13:55
წულუკიანის კომისია ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მეორედ  მიმართავს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, წულუკიანის კომისია პროკურატურას მეორედ მიმართავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკოსების უარის გამო, დაეკმაყოფილებინათ კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვასთან დაკავშირებით, საქმე გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში.