"მოპარულ ფულს ვერ იყოფენ" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? (შეფასება)

30.06.25 17:23
"მოპარულ ფულს ვერ იყოფენ" -  რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? (შეფასება)

 

 

ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, "ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრებიც. პარტია "სართველოსთვის" წევრი ლევან გოგიაჩაიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" შიგნით კონფლიქტები ნამდვილად არის და ის ივანიშვილის მიერ ჩინოვნიკებისთვის ფულის მოთხოვნას უკავშირდება.

გოგიჩაიშვილს მაგალითად მოჰყავს რომეო მიქაუტაძის საქმე, რომელმაც, როგორც ის ამბობს, პარტიაში ფულის მიტანაზე უარი თქვა და შედეგად დააკავეს. გოგიჩაიშვილის შეფასებით, „ოცნების“ ელიტაში ვერ იყოფენ „მოპარულ ფულს“, რაც შეეხება კობახიძეს, ის მხოლოდ ივანიშვილის მორჩილი ფიგურაა, რომელსაც საფრთხედ არ აღიქვამენ.

ხიბლშია კობახიძე, რაღაც კარტ ბლანში აქვს, რა თქმა უნდა, მიცემული ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის ის იმდენად საფრთხეს არ წარმოადგენს, რამდენსაც უნდა, იმდენ ძალაუფლებას მისცემს. თავიდან ბოლომდე მთელი ინფრასტრუქტურა არის მაინც ბიძინა ივანიშვილის, შესაბამისად, ამ უკანასკნელმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელებს და გვარებს უკვე მნიშვნეობა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ივანიშვილი.

ივანიშვილი დღეს ბევრ ადამიანს ედავება, მათ მას ფული მოპარეს თუ მასთან არ მიიტანეს, შესაბამისად, ამის გამო არის შიდა კონფლიქტები. რომეო მიქატიტაძეც არის ამის მაგალითი, როდესაც მას მოსთხოვეს პარტიაში ფულის მიტანა, მან უარი უთხრა და მერე დაიჭირეს. ახლა რას მღერის მიქაუტაძე, ვის ადებს ხელს, რას წერს, როგორ წერს, ამას დრო გვაჩვენებს. ფაქტია, შიდა პრობლემები არსებობს, ის, რომ ფულს სთხოვენ ამ ხალხს. ამ ფულის დაბრუნება ბევრს არ უნდა, იმიტომ, რომ ამას შესწირეს საკუთარი ღირსება და საკუთარი მეობა, ამიტომ ეს ყველაფერი წინ არის. ვერ იყოფენ ამ  მოპარულ ფულს, როგორც ჩანს, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი “ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე წერს და აცხადებს, რომ “ივანიშვილს გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს, ხოლო კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ.“

მისივე ინფორმაციით, “ლილუაშვილს აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა.“

 

მსგავსი სიახლეები