ივანიშვილი კაციჭამია ვირთხების გამოყვანის პროცესშია - ხუხაშვილი

30.06.25 17:38
ივანიშვილი კაციჭამია ვირთხების გამოყვანის პროცესშია - ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილი კაციჭამია ვირთხის გამოყვანის პროცესშია - ასე აფასებს "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ახლა პარტიაში ხდება, სწორედ ივანიშვილის ტაქტიკური თამაშია.

მისივე შეფასებით, "ოცნების" ჩინივნიკები, რომლებსაც "უამრავი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, იძულებულები არიან, მასთან ბოლომდე ითანამშრომლონ".

ამ ადამიანებს ერთობლივად იმდენი დანაშაული აქვთ უკვე ჩადენილი, ისინი ფაქტობრივად, განწირულები არიან იმისთვის, რომ ითანამშრომლონ ბოლო მომენტამდე, სანამ ეს შესაძლებელია. ახლა რა ხდება ქართულ ოცნებაში, ჩემი აზრით, ივანიშვილის გარკვეული ტაქტიკური თამაში, რითაც მას მთელი პასუხისმგბელობა მიმდინარე პროცესზე გადააქვს კობახიძეზე. ეს ყველაფერი არის ბიძინას თამაში, თუ ვინმე გუნდის შიგნით ამას შეეწირება, ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას, უბრალოდ, პენსიაზე გაუშვებენ, ეს ანტიკორუფციული ვითომ მოქმედებები სისტემური კორუფციის ფონზე, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მერე ვირთხებს ცოტა რომ მოშივდებათ, ერთმანეთის ჭამას იწყებენ ანუ კაციჭამია ვირთხის გამოყვანის პროცესშია ბიძინა და მეტი არაფერი ხდება, - ამბობს ხუხაშვილი.

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი “ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე წერს და აცხადებს, რომ “ივანიშვილს გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს, ხოლო კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ.“

მისივე ინფორმაციით, “ლილუაშვილს აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა.“

მსგავსი სიახლეები