წითლიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: დროა, რაღაცები მკაფიო გახდეს
"ერთიანობა - ნაციონალური მძრაობის" წევრი, ანი წითლიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციისგან მეტ მკაფიობობას ითხოვს - "სწორედ ახლა არის დრო, როდესაც რაღაცები ძალიან მკაფიო უნდა გახდეს" - თქვა მან "ტვ პირველის" ეთერში.
მისი განცხადებით, ჯერ კიდევ არის დრო პარტიემა, რომლებიც თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობაზე ფიქრობენ, თავიანთი გადაწყვეტილება გადააფასონ.
მე ვფიქრობ, რომ ახლა ზუსტად ის დრო არის, როდესაც ძალიან მკაფიო უნდა გახდეს რაღაცები და ძალიან ცხადი უნდა გახდეს რაღაცები იმიტომ, რომ მათ შორის, ბოლო პერიოდში რეჟიმთან ბრძოლამ განსაკუთრებით გვანახა ჩვენ ის, რომ არანაირი ერთობის ხათრით არ შეიძლება შეიზილო არასწორი გადაწყვეტილება ვიღაცის და არასწორი ქმედებები.
ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო და სანამ კიდევ არის დარჩენილი დრო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გახარია იქნება, თუ "ლელო" იქნება, თავიანთი გადაწყვეტილება გადააფასონ კიდევ და ბოიკოტის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ჯერ კიდევ ჩვენი ენა და რიტორიკა არის ისეთი, რომ ამის შესაძლებლობა მივცეთ," - განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რვა ოპოზიციურმა პარტიამ თვითმმართველოსბი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.