ოლიგარქის გადამალული ქონება - Pandora Papers-ის მასალებში ივანიშვილიც მოხვდა
გამომძიებელი ჟურნალისტებისა და Pandora Papers-დან გამოჟონილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ქართველ ოლიგარქს 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია აქვს რეგისტირებული. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა.
"დოკუმენტებში საკმარისი ინფორმაცია არ არის მისი კომპანიის შესახებ. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd შეიქმნა საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების გასაკონტროლებლად. მეორე კომპანია Brighton Corporate Ltd შეიქმნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დასაფინანსებლად. აღნიშნული ფონდი საქართველოში აფინანსებს სასტუმროებს, ჰიდროელექტროსადგურებს, სათბურებს და სხვა". - წერია Pandora Papers-ის მასალებში.
მასალებში ასევე წერია, რომ 2011 წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა(BVI) გამოძიების მიზნით Alcogal-ს მიმართა და ივანიშვილის კიდევ ერთ ოფშორულ კომპანიის, Finseck-ის შესახებ ჰკითხა. პასუხად კი მიიღო, რომ ივანიშვილმა შვილების კეთილდღეობისთვის დააფუძნა.
საქართველოს გარდა, სიაში უკრაინიდან მოხვდა 38 პოლიტიკოსი, აზერბაიჯანიდან - 2, რუსეთიდან - 19. მასალები ჯამში 338 პოლიტიკოსს აერთიანებს. Pandora Papers-ში ივანიშვილის გვერდით მოხვდნენ პუტინი და ალიევი.