"გახარია თვალის დაპაჭუნებაში გაქრა" - პაპუაშვილი
გახარიას გუნდის წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე "ოცნების" პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.
მანდატის გაუქმების შემდეგ გახარიას დეპუტატის იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს.
- ცნობისთვის, "ოცნებას" ყოფილი პრემიერთან, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. არ არის გამირიცხული ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმეც აღიძრას.
იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა და ჟურნალისტებთან თქვა, რომ „იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის".
მისივე თქმით, გახარიას დეპუტატები „შატალოზე“ არიან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და რა თქმა უნდა ისინი მანდატებს დაკარგავენ".
„იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს. ასე რომ, აქაც პრობლემა არ იქნება და არც იქნებოდა არასდროს თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა აქვს, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი - მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ, იმუნიტეტი არავის არ იცავს.
როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე, ღალატობს თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა ისინი მანდატებს დაკარგავენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე ხელმეორედ დაბარების შესახებაც და ამ კონტექსტში პარტია "საქართველოსთვის" უცხოეთში ვიზიტს გამოეხმაურა - "პირველად გავიგე ადამიანი დაგეგმილ შეხვედრებზე მიდიოდეს და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი".
"ეს ადამიანი თვალის დაპაჭუნებაში გაქრა" - ამბობს პაპუაშვილი გახარიაზე.
რაც შეეხება მის საგამოძიებო კომისიისგან დამალვას, პირველად გავიგე ადამიანი დაგეგმილ შეხვედრებზე მიდიოდეს და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არა. ეს ხომ აბსურდია? მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი და ვნახოთ.
გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც მის მიმდევრებს უნდოდათ, რომ დაეხატათ - მამაცი, გამბედავი ადამიანისა - აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როცა ფიქრობს, რომ რაღაც გამოწვევები შეიძლება არსებობდეს. “, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთის, წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას დათანხმდა 2 ივლისს, სხდომას დისტაციურად ჩაერთოს და ჩორჩანას საქმეზე ჩვენებას მისცეს. ამასთან, არსებობს ერთი დათქმა: პოლიტიკოსმა "სიგნალი" არ უნდა გათიშოს.