თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა ღალატია - გიორგი ბარამიძე

01.07.25 12:41
თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა ღალატია - გიორგი ბარამიძე

თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა ქართველი ხალხის ღალატია, რომლებიც 7 თვეა უწყვეტ პროტესტში არიან ჩართულები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობით "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭება დაუშვებელია. 

მინდა, გამოვეხმაურო გუშინ “ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა, არ არის აუცილებელი, რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმი ამას დაარქმევს არჩევნებს. შესაბამისად, ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ 2024 ელის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მკაფიო ზღვარი გავავლოთ რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა - არა, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და გედევენ ფოფხაძემ  შიმშილობა შეწყვიტეს - ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელმა გუშინ პარლამენტთან განაცხადა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხოშტარიას თქმით,  8 ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.

  • ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“

 

მსგავსი სიახლეები