"8 თუ არ მიიღებს, მიიღებს 20" - პაპუაშვილი ფიქრობს, რომ გამოცხადებული ბოიკოტი "ოცნებას" საფრთხეს ვერ შეუქმნის

01.07.25 13:46
"8 თუ არ მიიღებს, მიიღებს 20" - პაპუაშვილი ფიქრობს, რომ გამოცხადებული ბოიკოტი "ოცნებას" საფრთხეს ვერ შეუქმნის

შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციას 8 პარტიის გამოცხადებული ბოიკოტი საფრთხეს ვერ შეუქმნის. "8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს" - ამტკიცებს პაპუაშვილი. 

დღეს "ოცნების" პარლამენტის თავმჯომარე თავს დაესხა ელენე ხოშტარიას და თქვა, რომ კოლაცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის შიმშილობით ოპოზიციას "არაფერი შეეტყო".

8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს. ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან.

[ელენე ხოშტარიას შიმშილობას] არ მგონია რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით - 2 დღე იშიმშილა ადამიანმა და გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო „ჰედლაინებში“", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

კახა კალაძის თქმით კი, ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან ისედაც ცნობილი იყო, რომ ის 8 პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია. ნუ, ეს ცხადია, მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი, თუმცა განცხადებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ახალი არაფერია. ის ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, ისედაც ვიცოდით, რომ უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა არის რიგი ოპოზიციური პარტიები, ვინც გამოხატავს მზაობას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი, ან შიმშილობის დაწყების, ან შემდეგ შეწყვეტის“, - განაცხადა კალაძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და გედევენ ფოფხაძემ  შიმშილობა შეწყვიტეს - შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხოშტარიას თქმით,  8 ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.

  • ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“

მსგავსი სიახლეები